ა(ა) იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების 2020 წლის სამუშაო ანგარიში
2018-04-15 08:58:50
2020 წლის იანვრიდან 11 მარტამდე, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის წიგნით მომსახურების განყოფილება მოემსახურა - 433 მკითხველს; ხოლო სამკითხველო დარბაზი - 354 მკითხველსა და 909 მომხმარებელს.
დღესდღეობით ბიბლიოთეკის როლი გაცილებით უფრო ფართოა და ეს კი მოითხოვს ახალი სერვისების ჩამოყალიბებას. ბიბლიოთეკაში ტარდება: ტრენინგები, შეხვედრები, იმართება სემინარები. ვინაიდან ბიბლიოთეკები დღეს აღარაა მხოლოდ შენობები წიგნის თაროებით, მათი როლი გაცილებით ფართოა და ეს კი მოითხოვს ახალი იდეების განვითარებას.
გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკას მკითხველთა მომსახურებისათვის გააჩნია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი: სახელმძღვანელოები აბიტურიენტთათვის, სამეცნიერო და საცნობარო ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, ელექტრონული რესურსები. კომპიუტერითა და ინტერნეტით შესაძლებელია ისარგებლოს ნებისმიერმა მსურველმა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ასევე ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით, ყველა სახის ბეჭდური და ელექტრონული რესურსით.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და სოფლის ბიბლიოთეკებშიც ჩართული არის ელექტრონული კატალოგის პროგრამა - Openbiblio. ამ პროგრამის საშუალებით ხდება მთელი საბიბლიოთეკო პროცესის ავტომატიზაცია: ნებისმიერი სახეობის ლიტერატურის (წიგნები, დისკები, პერიოდული გამოცემები, რუკები და სხვა) ბიბლიოგრაფიული დამუშავება-ელექტრონულ კატალოგში შეტანა, მკითხველთა აღრიცხვა, მკითხველებზე ლიტერატურის გაცემისა და დაჯავშნის, უკან დაბრუნების ვადების აღრიცხვა და სტატისტიკური ცნობების დაანგარიშება.
2 თებერვალს, „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს’’-თან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში მოეწყო ღონისძიებები. მოსწავლეებმა, ახალაგაზრდებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მათთვის საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს ლექსები.
15 ივნისს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის და გასტრონომიული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, ტურისტული სექტორის ახალი გამოწვევის „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“ ფარგლებში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩვენი გაერთიანების მუზეუმების თანამშრომლებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოეწყო.
15 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი დვალაშვილის და ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრის თ.ს.უ სტუდენტის მარიამ ჯაფოშვილის თაოსნობით გამოიცა წიგნი გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესახებ. წიგნში განხილულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, იგი ილუსტრირებულია როგორც ქალაქის, ისე სოფლების შესაბამისი ფოტოსურათებით. მთლიანობაში ეს წიგნი წარმოადგენს სასარგებლო გზამკვლევს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტებით და აქ არსებული ისტორიული ძეგლების მონახულებით.
დღეს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ხსენებული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, წიგნის შესახებ თვითონ ავტორებმა ისაუბრეს და დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს უპასუხეს.
16 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა დავით არჩვაძისა და ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო.
7 ოქტომბერს, wellness Academy Georgia-ს ტრენერმა, თამარ საგინაშვილმა კლუბის წევრებთან ერთად, ჩაატარა ლექცია-სემინარი ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში.
15 ოქტომმბერს, პროექტის - დებატები უკეთესი განათლებისთვის - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის მიერ, დაჯილდოვდნენ ყველაზე აქტიური, გამორჩეული და საუკეთესო მონაწილეები მთელი საქართველოდან. დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა, სოფ. გურჯაანში მდებარე, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში.
17, 18, 24 და 25 ოქტომბერს, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის ღია სივრცე დაეთმო, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას.
15 ნოემბერს, გლობალური პანდემიის და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აქცია "ღამე მუზეუმში" განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. წელს "ღამე მუზეუმში"ონლაინ აქციას სოფელ ვეჯინში მდებარე ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმმა უმასპინძლა.
გრიგოლ ფერაძის მუზეუმისთვის დამზადდა საექსპოზიციო ინვენტარი,და დაიბეჭდა ბილეთები,
მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება მიმდინარე წლის 11 მარტიდან გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და დღეის ჩათვლით ვმუშაობთ ამ რეჟიმით. მიმდინარეობს გაცემული წიგნების დაბრუნების პროცესი.
2020 წელს, აგვისტოსა და ნოემბრის თვეში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, განვაახლეთ ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 1100 ლარის ღირებულების წიგნებით.
11 დეკემბერს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“-ის გიდის სპეციალობის სტუდენტებისთვის ონლაინ ტრენინგი მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ჩვენი გაერთიანების პროექტების "ციფრული მუზეუმი" და "ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნის თაროები" პრეზენტაცია შედგა. გლობალური პანდემიის შედეგად შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, სტუდენტებს ინფორმაცია ონლაინ ფორმატში მიეწოდათ.
პროექტების პრეზენტაცია გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა ეკა ბეროშვილმა და გაერთიანების ბიბლიოთეკების კურატორმა ხათუნა ბუზალაძემ მოახდინეს.
მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ბეროშვილმა, საკუთარი საქველმოქმედო ინიციატივით, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკებისთვის შეიძინა და საჩუქრად გადასცა 2511 ლარის ღირებულების წიგნები, რისთვისაც დაერთიანების სახელით მადლობას ვუხდით.
შევიძინეთ სახელმწიფო რეგულაციით გათვალისწინებული სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები, რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ სკამებს და მაგიდებს,სამკითხველო დარბაზში,კინოკლუბში და მცირე სამკითხველო დარმაზში, იცვლება ფანჯრები და უტარდება კოსმეტიკური რემონტი.იოსებ ნონეშვილის მუზეუმში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, ამავე მუზეუმისთვის შევიძინეთ გაზის გამათბობელი,იგეგმება კინოკლუბის განახლება და საჭირო ინვენტარის შეძენა. გაერთიანების ფონდისთვია დამზადდა ბრენდირებული წიგნის ჩანთები,კალმები, პირბადეები,კინოკლუბისთვის პოსტერები.
2020 წელი იყო უჩვეულო ,შეიქმნა ფორმაჟორული ვითარება,ვიმუშავეთ განსხვავებულ ფორმატში და ეს წელი გამოვიყენეთ იმისთვის რომ 2021 წელი დავიწყოთ განახლებული ინფრასტრუქტურით და ახალი პროექტებით.