Top
2021-12-01 07:07:12

 

ძვირფასო დამთვალიერებლებო!

უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1-ლი დეკემბრიდან მუზეუმებში შესვლა შესაძლებელი იქნება ,,მწვანე პასპორტის" საშუალებით.

მუზეუმში დაიშვება პირი,თუ :

➡️ აქვს მწვანე პასპორტი , თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ;
➡️ ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
➡️ან წარსულში გადატანილი აქვს კორონავირუსი.
 
"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ დამთვალიერებელთათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დღეიდან გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებში შესვლა, შესაძლებელი გახდება მხოლოდ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!