შეაჩერე COVID-19 !!!
2021-10-21 11:43:11
25 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, კამპანია ,,პანდემია, მსოფლიო და ისტორია“ ფარგლებში გაიმართება ღონისძიება. დასწრება თავისუფალია.
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, პანდემიის და მსოფლიოში მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად წერტილოვნად და მკაფიოდ მიწოდების მიზნით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით, კამპანია ,,პანდემია, მსოფლიო და ისტორია“ მოძრავი გამოფენის სახით იწყება. პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ დაინახოს ეპიდემიით გამოწვეული პრობლემის არსი და ხელი შეუწყოს ვაქცინაციის სწრაფი ტემპით გაგრძელებას. მოძრავი გამოფენის ფარგლებში ორგანიზებული დისკუსიის მიზანი, მოსახლეობის ინფორმირებაა ვაქცინაციის შესახებ და პანდემიის დასრულებაში ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე.
მოძრავი გამოფენის ფარგლებში, რომელიც როგორც თბილისში ასევე საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი, მნიშვნელოვანი პუბლიკაციები და იმ პერიოდში პანდემიის წინააღმდეგ, როგორც საზოგადო მოღვაწეების, ასევე მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. (მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალა). გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ვაქცინაციის წამახალისებელი სამოტივაციო ბანერი. საგამოფენო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება ფოტო და ვიდეო გადაღება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შემდეგ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი ღონისძიება გურჯაანში ჩატარდება.