Top
2021-04-30 06:19:30

 

 

   ძვირფასო ბიბლიოთეკარებო!
   გილოცავთ პროფესიულ დღეს, თქვენ ემსახურებით ყველაზე ღირებულ საქმეს განათლების და წიგნიერების პროპაგანდას, მომავალი თაობების განვითარებას და საზოგადოებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებას, ეს ისეთი პროფესიაა რომელსაც ვერ შეელევი, წიგნების უზღვავ სამყაროში თქვენ გზას უკვლევთ წიგნის მოყვარულებს, ბიბლიოთეკა კაცობრიობის მეხსიერებაა და თქვენ ამ მეხსიერების მცველები და გამავრცელებლები ხართ.

   ძვირფასო ბიბლიოთეკარებო!
   მინდა თქვენს მიმართ კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკების ბილიოთეკარებს . ბიბლიოთეკარობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა და ამ პროფესიას მხარდაჭერა, გაფრთხილება და დაფასება სჭირდება.

   პატივისცემით
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი ეკა ბეროშვილი