კ ო ნ კ უ რ ს ი - ,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით ტარდება კონკურსი სახელწოდებით ,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“. კონკურსის მიზანია გამოავლინოს ბიბლიოთეკების როლი თანამედროვე საზოგადოებაში და კონკურსანტის თვალით დანახული მომავლის ბიბლიოთეკა. კონკურსში მონაწილეობის მიმღებთათვის, არ არის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი.
• კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი წერილი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word-ში, Sylfaen-ის შრიფტით.
• წერილის ბოლოს მითითებული უნდა იყოს თარიღი და ავტორის გვარი და სახელი.
• წერილში გამოყენებული უნდა იყოს მინუმუმ 250 და მაქსიმუმ 350 სიტყვა.
• კონკურსანტს შეუძლია წერილი გამოგზავნოს ელექტრონული სახით ან მოიტანოს ბიბლიოთეკაში ხელნაწერი სახით
• წერილის ელექტრონულად გამოგზავნა შესაძლებელია ჩვენი გაერთიანების ოფიციალური ელ-ფოსტის მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და გამოგზავნილი წერილის სათაურში უნდა ეწეროს სიტყვა ,,კონკურსი“.
• ხელნაწერი სახით შესრულებული ნამუშევრის მოტანა შესაძლებელია ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის 2-ში მდებარე, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის მესამე სართულზე, ადმინისტრაციის ოთახში.
წერილის გამოგზავნა, შესაძლებელია მიმდინარე წლის 26 აპრილის ჩათვლით. ელექტრონული სახით კი შესაძლებელია დღის ბოლომდე, ხოლო ხელნაწერი სახით, 26 აპრილის დღის 18:00 საათამდე.
მიმდინარე წლის 4 მაისს, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო წერილის ავტორი.
კონკურსით გამოვლენილი სამი საუკეთესო წერილის ავტორი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ყველა შემოსული წერილი აიკინძება ერთ წიგნად და წლის ბოლომდე დაიბეჭდება.
საკონტაქტო პირი: ხათუნა ბუზალაძე ტელ/მობ: 577 936 700